12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

წითლიძე – რაც არ უნდა ისაუბრონ “ქოცებმა” თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს:

_ რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“ თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე.

რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას – არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს.

„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება.“

გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” დაგეგმა საპროტესტო აქცია – “სახალხო კრება”. მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებულებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.

banner
წინა სტატიაშიმერცი: კიევში ჩავედი გზავნილით: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია – დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ