წითლიძე: ქოცებს საკრებულოებში ნებისმიერი სხვა და მითუმეტეს ენმ თავმჯდომარის ყოფნას ნამდვილად ურჩევნიათ ყავდეთ გახარიას ნებისმიერი ტიპი

“გახარიას პარტიამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ტესტი” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე პარტია “საქართველოსთვის” დღევანდელ განცხადებას.

პარტიაში დღეს თქვეს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არიან წარმოდგენილები, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავის კანდიდატებს წარადგენენ.

ანი წითლიძე წერს, რომ ის ვინც უმცირესობაში მყოფ “ქართულ ოცნებას” თანამდებობის სანაცვლოდ უმრავლესობას შეუქმნის, იქნება არა ოპოზიციური პარტია, არამედ “ქართული ოცნების” სატელიტი.

“გახარიას პარტიის განცხადება საკრებულოებში საკუთარი კანდიდატურების წარდგენაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ერთი რამით: ქოცებს საკრებულოებში ნებისმიერი სხვა და მითუმეტეს ენმ თავმჯდომარის ყოფნას ნამდვილად ურჩევნიათ ყავდეთ გახარიას ნებისმიერი ტიპი, რომელთანაც მოლაპარაკებასაც შეძლებს და რადგან უმრავლესობა მათგან ყოფილი თანამდებობის პირია მათი “ყურებით დაჭერა” ყოველთვის შესაძლებელია.

აქ დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს გახარიას ხალხი საკრებულოებში დაუჭერს მხარს ოცნებას და შეაქმნევინებს ალიანსს თუ პირიქით ქოცები დაუჭერენ გახარიას პარტიის კანდიდატურას მხარს. – ორივე ერთია.

ამიტომ გახარიას პარტიამ უნდა იცოდეს რომ ეს არის ტესტი: ის ვინც გაყალბებული არჩევნების შემდეგ უმცირესობაში მყოფ ქართულ ოცნებას თანამდებობის სანაცვლოდ უმრავლესობას შეუქმნის იქნება არა ოპოზიციური პარტია არამედ ქართული ოცნების სატელიტი”, – წერს ანი წითლიძე.

წინა სტატიაშიკალაძე: მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებული
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან