წითლიძე – მე როგორც ვიცი, გიგიმ უკვე მოიხადა კოვიდი, გამოჯანმრთელდა

ოპოზიციონერი დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ, რომელსაც კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, დაავადება უკვე მოიხადა.

„მე როგორც ვიცი, გიგიმ უკვე მოიხადა კოვიდი, გამოჯანმრთელდა. გიგი რომ გამოჯანმრთელდა, მე ვიცოდი ჯერ კიდევ იმ დღეს, როცა ზუგდიდში იყო დიდი აქცია და პირადად ველაპარაკე მას. უბრალოდ, ელოდებოდა დადასტურებულად ტესტის პასუხს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელმა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეზე თავდასხმის ფაქტზე ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიასაქსტატი – სექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი თითქმის 5 ლარით შემცირდა