მოსალოდნელი იყო. ყველა ნაბიჯით ამისკენ მიდიოდნენ.
დღეს ოფიციალურად ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მოლაპარაკებები შეწყვიტა.
ყველამ ვინც ხმა მიეცით ამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას შიშის, ზეწოლის, ხელფასის, დეზინფორმაციის, თუ ათასი სხვა გარემოების გამო – ხვდებით სად აღმოჩნდით?
მხოლოდ ბრძოლა, წინააღმდეგობა და ერთობა არის ის რაც გაადარჩენს ამ ქვეყანას და ჩვენს ევროპულ გზას,-წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ანა წითლიძე.