წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს

წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს ახლობლები 9 მარტის შემდეგ ეძებდნენ.

ახლობლების ინფორმაციით, გეგეჭკორი ​წითელსოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადეს, შვიდდღიანი ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წითელსოფლის მიმდებარედ, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. “112”-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.”-აცხადებენ შსს-ში

banner
წინა სტატიაშირუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები – ციხელაშვილი ხურვალეთის მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ახალ ზელანდიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს