წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ექიმის სანახავად ცხინვალის ციხეში მივიდნენ.

„ვიზიტის დროს ბატონ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა გაფრინდაშვილის ოჯახს”, – წერია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ექიმისადმი მხარდასაჭერი აქცია დღესაც განახლდება. პირველ საათზე საქართველოს კლინიკების ასოციაცია ამერიკის საელჩოსთან მდუმარე აქციას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიახელისუფლებისადმი სრულიად ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან