17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ა.ჩ.  დააკავეს.

დაკავებული  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა -შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფოთში მუქარის ბრალდებით 20 წლამდე ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიაამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კილოგრამამდე “მეთადონი” – ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს