სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში

წითელაშვილი კინოს სახლში ფეხზე წამოუდგა აგისტოს ომის დროს დაღუპულ რუს ჯარისკაცებს

ტრისტან წითელაშვილი კინოს სახლში ფეხზე წამოუდგა აგისტოს ომის დროს დაღუპულ რუს ჯარისკაცებს-ეს განცხადება, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მეგი გოცირიძემ გააკეთა. გადაცემა “პრიორიტეტის” სტუმრები პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ტრისტან წითელაშვილი და მეგი გოცირიძე იყვნენ. გოცირიძემ წითელაშვილი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა მოჰყვა. გადაცემა ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. “თქვენ ხართ ტყეში დასაბმელი ქალი”-მიმართა გოცირიძეს წითელაშვილმა.

https://youtu.be/EH5khC63UVk

 

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინის ნარკოპოლიციის უფროსმა სააკაშვილზე ვიდეო გამოაქვეყნა “კოკაინის ქვეშ, ვაჰ”
შემდეგი სტატიადღეს თურქეთში აფეთქებას ოთხი ძალოვანი ემსხვერპლა