წითელა – სერგეენკოს მიმართვა მოსახლეობას

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას წითელას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა წითელას თემაზე ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

სერგეენკოს თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს არ ახსოვს ჩატარებული აქვს თუ არა ვაქცინაცია, მან აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და გაიაროს ვაქცინაციის ეტაპი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დამატებითი იმუნიზაციისთვის ვაქცინის საკმარისი მარაგი არსებობს.

გამყრელიძე მოსახლეობას, რომელიც 20-დან 40 წლის ჯგუფებს მიეკუთვნება დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წითელას უგულებელყოფამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაში“ღორის გრიპით” ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“წნევამ მოიმატა და იმ “სკოჩიდან” გაჟონა უფრო საშინელი ძალით” – დიდ დიღომში “ყაზტრანსგაზი” კორპუსს ამოწმებს