23.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

“წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს”- ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ 13-წლიანი პატიმრობის  განაჩენს ეხმაურება.

„13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს. ჩემი აზრით, ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ „ქოცების“ მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს. წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, ნამდვილად არაა გასაკვირი. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც! ალეკო, შენ გვერდით ვარ! არ იფიქრო, რომ არ მახსოვხარ და არ გგულშემატკივრობ! მალე თავისუფლებაზე!”- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“ალეკო არ გატყდება და ძალიან მალე გათავისუფლდება” – ირაკლი კუპრაძე
შემდეგი სტატია“ბენზინის მისხმა იატაკზე ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს”- ალეკო ელისაშვილის ცოლი