“წინასწარი ზეიმები, ჩემი აზრით, უბრალოდ არალოგიკურია, დაველოდოთ რეალურ შედეგებს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე წინასწარი გამოცხადებული ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა. ის ამბობს, რომ მთავარი შედეგი ხმების დათვლის შემდეგ გამოცხადება.

“მე მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს ვუთხრა, რომ თითოეული ხმა დავიცვათ, ახლა ეგზიტპოლების კალამბურში და თამაშში არ უნდა შევიდეთ, იმიტომ, რომ სხვადასხვა არხების მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი ინფორმაციით და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ყველა ეგზიტპოლზე დაახლოებით მოსახლეობის 50% არ აფიქსირებდა საკუთარ პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები იქნება საბოლოო ჯამში, მთავარია ახლა ყველა ხმა დავიცვათ.

რაც შეეხება საარჩევნო დღის შეფასებას, ამას ჩვენ ვნახავთ და წინასწარი ზეიმები და წინასწარი ყიჟინის ატეხვა, ჩემი აზრით, უბრალოდ არალოგიკურია, დაველოდოთ რეალურ შედეგებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : “ქართული ოცნება” დასრულებულია, ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა
შემდეგი სტატიაგავიმარჯვეთ, ახლა მთავარია ოპოზიციის ერთობა – მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლის შემდეგ