თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება – პატიმრობა გამოიყენა.
საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
„რამდენიმე დღის განმავლობაში მყისიერად იქნა მოპოვებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა“,- განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება საქმეში სხვა პოლიციელების შესაძლო მონაწილეობას, პროკურორი განმარტავს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ტარდება არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
„დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და როდესაც ჩვენ მტკიცებულებებს საბოლოოდ მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“,- განაცხადა პროკურორმა.


















