წინასწარი მონაცმებით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პარლამენტში 115 დეპუტატი ეყოლება

ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, ახალ, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, უფრო ზუსტად კი 115 დეპუტატი ეყოლება.საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატია.

8 ოქტომბრის კენჭისყრის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემის არჩევნებში 44 მანდატი მიიღო, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში – 23 მანდატი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებენ.

შესაბამისად, „ქართული ოცნებას“ პარალმენტში 115 დეპუტატი ეყოლება.

გარდა ამისა, 27 მანდატი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას”, 6 – “პატრიოტთა ალინასს”, ერთი – “მრეწევლევს”, ერთი – დამოუკიდებელი კანდიდატია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შემდეგი სტატიაჭიათურაში ორსართულიანი სახლი დაიწვა – ხანძრის მიზეზი უცნობია