წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნებში ხატია დეკანოიძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 54 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას ხმების 43,84% აქვს.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 41,53% აქვს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ ხმების 4,95% მიიღო, „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ – 8,33%; „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ირინა საღინაძემ – 1,35%.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა