წინასწარი მონაცემებით, ახალციხის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა 56,97%-ით მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხეში ამ დროისთვის დათვლილი 36 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ლაზარაშვილი ლიდერობს. მას 56,97% აქვს, რაც მიღებული ხმების რაოდენობის 10 085-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ბალიაშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით 27,52% აქვს. მიღებული ხმების რაოდენობა 4 872-ს შეადგენს.

„გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა, რადგან მოსახლეობისგან იყო დიდი მხარდაჭერა. დადებითი ემოცია მომდინარეობდა მოსახლეობისგან. უდიდესი შრომა იყო ჩადებული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის მხრიდან. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ახორციელებს მერია, უნდა დასრულდეს. ჩვენი მთავარი მიზანია ქალაქი მეტად კეთილმოეწყოს, მოწესრიგდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, შეიქმნას სპორტული და კულტურული სივრცეები. კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია ივანიშვილს – ნუღა აყოვნებთ, გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები
შემდეგი სტატია“ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი მეორე ტურზე – ეს გამოწვევაა და ამ გამოწვევას ვღებულობ