წინასწარი მონაცემებით, 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 3 მილიარდ 950,2 მილიონი ლარი შეადგინა

2016 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 3 მილიარდ 950,2 მილიონი ლარი რაც გეგმის 100,4%-ია. გადაჭარბება 6 თვის გეგმის მიმართ შეადგენს 15,0 მლნ ლარს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 მილიარდ 744,5 მილიონი ლარი, რაც გეგმის 100,8%-ია. გადაჭარბება გეგმის მიმართ შეადგენს 28,5 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ მიმდინარე წლის 6 თვეში შეადგინა 4 მილიარდ 679,2 მილონი ლარი. 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაჩვენებელი 95,0%-ს შეადგენს”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიDeutsche Welle: ავსტრიამ აჰმედ ჩატაევის სასამართლო დევნის გამო ბულგარეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის შეხვდა