წინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა – C0-მ გამოიწვია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ქეთევან წამებულის ქუჩაზე შვიდი ადამიანია გარაცვლილი.

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.

„გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, – აცხადებენ შსს-ში.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ასევე, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

banner
წინა სტატიაშიგაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია, შემთხვევა ნაქირავებ ბინაში მოხდა
შემდეგი სტატიაქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის არიან მამა-შვილი და ძმები