წინასწარი ინფორმაციით გორში ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილი დაწვეს

news
ავტ.: news მაისი 12, 2016 11:59

წინასწარი ინფორმაციით გორში ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილი დაწვეს

1463038950085811 1463038956525371

წუხელ გვიან ღამით, გორში კომბინატის დასახლებაში მოსკოვის ქუჩაზე, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ალიკა გოგლიძის (კულას) კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი აალდა. შემთხვევა დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით ავტომობილს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ, სახანძრო, სამაშველო და პოლიციის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დამწვარი ავტომობილი, ექსპერტიზის მიზნით ამ დროისთვის გორის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი. ენმ-ს გორის ოფისში კი რამდენიმე წუთში მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი დაიწყება.

 

წყარო: newposts.ge

news
ავტ.: news მაისი 12, 2016 11:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics