წინასარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კომემტარი თინა ხიდაშელმა გააკეთა

წინასარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კომემტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ წინასარჩევნო კამპანია ისე უნდა დაიწყოს, როგორც არის კანონით გათვალისწინებული. თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კონსულტაციები შედგება და სპეკულაციები არარსებულ დავაზე დასრულდება.

„პოლიტიკური პარტიები მუდმივად საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არიან, იმის მიუხედავად არჩევნების თარიღი გამოცხადებულია, თუ არა. თუ პარტია არჩევნებისთვის მზადებას მაშინ იწყებს, როცა გამოუცხადებენ, არჩევნები ხვალ იწყებაო, არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ქონდეს“,-აღნიშნა ხიდაშელმა
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის კონკურენტი ტედ კრუზი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებენ