წინასაარჩევნოდ მიმართული მოსყიდვის მცდელობა – სამადაშვილი სამების მოხატვის დაფინანსების შესახებ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება

„ეს არის წინასაარჩევნოდ მიმართული, კიდევ ერთი, მე ვიტყოდი, მოსყიდვის მცდელობის აქცია,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სალომე სამადაშვილი „ოცნების“ თავმჯდომარესა და ილია მეორეს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ ექსპრემიერი სამების მოხატვას სრულად დააფინანსებს.

დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გახმოვანებულ მსგავს დაპირებებს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს და მოსყიდვის მცდელობად აღიქვამს.

“ახლოვდება არჩევნები და კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შეეძლება ყველას და ყველაფრის ყიდვა, როდესაც ეს გახდება საჭირო, მათ შორის, ეკლესიის, მათ შორის, შეიძლება სპეკულირება ჩვენი მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით და ასე ვთქვათ, არჩევნების წინ, დაპირდა გროშების გადაგდებას საქართველოს ეკლესიას მორიგ ჯერზე, ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ბავშვი სამი გენეტიკური მასალისგან დაიბადა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მაისში პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში ჩავა