წინასაარჩევნოდ მეეზოვეებს “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატების ჩამოხევა დაავალეს

არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მეეზოვეებს “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატების ჩამოხევა დაავალა.

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მითითება მიიღეს და თუ დღის ბოლომდე ქალაქში მხოლოდ “ქართული ოცნების” პლაკატები დარჩება, სანაცვლოდ ფულად ჯილდოს მიიღებენ.

“მოსახლეობა ჩხუბობდა, იგინებიან, ჩვენ არავისი არ გვეშინია, არც პუტინის, ვინც გინდა ის იყოს” -განაცხადეს მეეზოვეებმა და დაადასტურეს, რომ მათ უკვე შეუთანხმდნენ პლაკატების ჩამოხევის სანაცვლოდ თანხის მიღებაზე და კუთვნილ თანხას ელოდებიან.

მეეზოვეების მოსყიდვაზე ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” მსგავს მეთოდებს არჩევნების წაგების შიშით მიმართავს.

“იმის ნაცვლად, რომ დროულად გაიტანონ ნაგავი, რომ გადავსებული არ იყოს ნაგვის ურნები, მეეზოვეებს ნაციონალური მოძრაობის პლაკატების ჩამოხევას ავალებენ, იციან რომ აგებენ და ცდილობენ ახლა ადმინისტრაციული რესურსით რაღაცა იფაფხურონ” – ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
შემდეგი სტატიაქარტია კობახიძის განცხადებაზე: ვგმობთ ჟურნალისტების უკანონო მოსმენის პრაქტიკას