“წინასაარჩევნოდ გამოირჩეოდით აგრესიით და სიძულვილით, ასევე აპირებთ?” -ტუღუშმა კობახიძეს მიმართა

”წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ იყავით ჩვენი პარტიის არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი, არამედ გამოირჩეოდით განსაკუთრებული აგრესიით და ხშირად სიძულვილით. როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციასთან ურთიერთობა,“-მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ,,ნაციონალური მოზრაობის“ დეპუტატმა გიორგი ტუღუსმა ამ კითხვით პარლამენტის თავჯდომარი სკანდიდატად დასახელებულ ირაკლი კობახიძეს მიმართა.
ტუღუში დაინტერესდა თვლის თუ არა, ირაკლი კობახიძე,რომ წინასაარჩევნოდ მისი რიტორიკა და ლექსიკა, რომელსაც ის ხშირად იყენებდა ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ,, როგორც მომავალი პარლამენტის თავმჯდომარისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია.
,,აპირებთ თუ არა როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე იყოთ პატივისცემის თანასწორად გამომხატველი პარლამენტის თითოეული წევრის მიმართ და ასევე, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ პარლამენტის თითოეული წევრისთვის თანასწორად იქნება ხელმისაწვდომი ყველა კანონით გათვალისწინებული საშუალება საკუთარი უფლებამოსილების ეფექტურად, განსაკუთრებით კი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განსახორციელებლად. ასევე, როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე რა იქნებოდა თქვენი გზავნილი ამომრჩევლისა და მოქალაქეებიის მიმართ ქვეყანაში სიძულვილისა და ძალადობის პოლიტიკის დასასრულებლად”, – მიმართა ტუღუშმა კობახიძეს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიატიმოშენკოს რადაში “ნაფტალინიანი მოსკოვის გუგული” უწოდეს