“წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი წამოიწეოდა” – ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ომბუდსმენის განმარტებით, აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ასევე ფარული მიყურადების სხვა ფაქტებთან მიმართებით, გამოძიება არ იყო სრულყოფილი და ბოლომდე მიყვანილი:

„სამწუხაროდ, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ფარული მიყურადების არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება არ იყო სრულყოფილი და ეფექტიანი. ჩვენ წლების განმავლობაში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს. თუმცა, სამწუხაროდ ის, რომ საუბარი არის სხვადასხვა სახის ჩანაწერებზე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნდა, ზოგადად არადამაკმაყოფილებელი იყო გამოძიების ტემპები და მასშტაბები და აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა კვლავ იდგა და, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი წამოიწეოდა,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს ფაშიზმიც აღარ არის, უფრო მეტია” – მანანა კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს მიმართავს