“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წინასაარჩევნო გარემოს ბოლო შეფასება წარადგინა – ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში წარიმართა.
საიას შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში. კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სიძულვილის ენის გამოყენებას,, ძალადობის წახალისებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას ეთმობა.