წინასაარჩევნო გარემო, არა მხოლოდ აქ ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, არამედ მთელს რეგიონთან შედარებით, ძალიან მშვიდია”

წინასაარჩევნო გარემო, არა მხოლოდ საქართველოში ჩატარებულ წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ მთელს რეგიონთან შედარებით, ძალიან მშვიდია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იან კელიმ აღნიშნა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან კარგია.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რადგან ჩვენ გვსურს იგივე, რაც საქართველოს სურს – რომ ეს იყოს არჩევნები, რომლებიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს. ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღვნიშნეთ, რომ იყო დაშინების მაგალითები და ჩვენ ვაცნობეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას. თუმცა ზოგადად, დამკვირვებელთა უმეტესობა დამეთანხმება, რომ წინასაარჩევნო გარემო, არა მხოლოდ საქართველოში, ჩატარებულ წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ მთელს რეგიონთან შედარებით, ძალიან მშვიდია და ჩვენ ვიმედოვნებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ის ასეთად დარჩება და არჩევნების დღე წარმატებით ჩაივლის”,- განაცხადა კელიმ.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადეობა აკეთებს ყველაფერს, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი.

banner
წინა სტატიაში(+აუდიო) ინტერნეტში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: დედამიწის ზურგზე ვერაფერი ვერ უშველის ქართულ ოცნებას გარდაუვალი მარცხისგან