წინასაარჩევნო დარღვევები – 94 საქმეზე დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაში მიცემული 19 პირი

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობდნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. იუსტიციის მინისტრი და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები კომისიის ფორმატში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გააგრძელებენ მუშაობა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებსა და ინციდენტებზე გამოძიება 94 საქმეზე მიმდინარეობს, პასუხისგებაში კი მიცემულია 19 პირი.

„19 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებისთვის. იქნება ეს ცემა, სხვისი ქონების დაზიანება თუ უფრო მძიმე მუხლები, როგორიც ვიხილეთ მარნეულში თუ ჯიხაშკარში.

“ყველას მინდა მოვუწოდო, ყველა პარტიას, ყველა წარმომადგენელს უბანზე, კომისიების თითოეულ წევრს, ზეგინდელი დღე ყველამ ჩავატაროთ ცივილურ, სამაგალითოდ მშვიდ პირობებში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა მიმართულებით შეინარჩუნოს წესრიგი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძე: ანალოგიური პრობლემები არის ყველა საზღვარზე, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებში
შემდეგი სტატია„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს