“წინასაარჩევნო დაპირისპირება იმ კულტურის ინერცია იყო, როცა კამპანია ცხვირ-პირის მტვრევით წარიმართებოდა”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას მიერ ნომინალურ პრემიერობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა, არაკორექტული იყო, თუმცა ის კონსტრუქციულად უპასუხებს.

როგორც უმცირესობის სხდომაზე კვირკაშვილმა განაცხადა, ის საკადრო ცვლილებეზეა პასუხისმგებელი.

„საარჩევნო გარემო იდეალური არ იყო და ამაზე არცერთი განცხადება არ გაგვიკეთებია, მაგრამ ის უმჯობესი იყო, ვიდრე 2012 წლის საარჩევნო გარემო. თქვენი შემართება ძალიან მიკვრის, როცა ამ კითხვას სვამთ. ჯიხათკარის ინციდენტი ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. ერთი ადამიანი პატირმობაშია. მარნეულის ინციდენტს ვერ შევადარებთ ვერცერთ დანარჩენ ინციდენტს, რადგან სამართალდამცველების მიმართ ძალადობა ნებისმიერ ქვეყანაში მწვავედ ფასდება.

პოლიციელს ქვედა ყბაზე მოტეხილობა ჰქონდა, რომელსაც სახეში ლოდი ჩაარტყეს. ყველა ძალადობა აღმაშფოთებელია და კახა კალაძეს არაობიექტურად სდებთ ბრალს, რომელსაც ამ ინციდენტთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ეს იმ კულტურის ინერცია იყო, როცა საარჩევნო კამპანია ცხვირ-პირის მტვრევით წარიმართებოდა. თქვენგან განსხვავებით ვაღიარებთ, რომ ეს ნაწილობრივ გამოვიდა, ნაწილობრივ – არა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე კვირიკაშვილს: რეგიონი ვჭამოთ?!
შემდეგი სტატიამღებრიშვილი კახიძეს: ერთ ანეკდოტს მახსენებთ ნასოსზე და რა გინდათ – დავიფიცო, თუ დავიგინო?