21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

„წინააღმდეგობის 500 დღე“- საპროტესტო მარში თბილისში

„წინააღმდეგობის 500 დღე“- ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მარში გაიმართა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდა.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც პროტესტის დაწყებიდან 500 დღის აღსანიშნად მარში მოაწყვეს და პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე საპროტესტო ბანერი წარწერით: ,,ძალა ერთობაშია”.

23:00 საათიდან, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან აპირებენ გადანაცვლებას, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი ქართულ-ირანულ კავშირებზე Fox News-ის სტატიას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპაკისტანში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო