წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.2% შეადგინა -ჭიაბერაშვილი

“ფასები იზრდება, “ქართული ოცნება” კი აგრძელებს ბიუჯეტის დატაცებასა და ამ საყოველთაო გაჭირვებაში ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე წერს:

“საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.2% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში – 7.7%. განსაკუთრებით დიდია ფასების წლიური ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 14.7%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც.

გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგია ინფლაციისთვის.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში წარმოადგინა, ავლენს 3 რამეს:
– ხელისუფლება ვერ გრძნობს ფასების ზრდას, ხალხის გაჭირვებას და არ ზრდის პენსიას და სოციალურ დახმარებებს
– ხელისუფლება არ ამცირებს გადასახადებს, რათა კვლავ გააგრძელოს ხალხის ჯიბიდან მეტი ფულის ამოღება და პრემია-დანამატებით საკუთარი ცხოვრების მოწყობა
– ხელისუფლება ბიუჯეტს ზრდის არა ეკონომიკის ზრდის ხარჯზე, არამედ ვალების აღებით, რაც ისევ ხალხის გადასახდელია” წერს ჭიაბერაშვილი

banner
წინა სტატიაშიუნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, ჰარლემ დეზირს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა