წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 94%-ით გაიზარდა.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებულია 39.6 ათასი სული ცხვარი, 6.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 94%-ით (19.2 ათასი სულით), ხოლო ღირებულება 111%-ით (3.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
2026 წლის პირველ კვარტალში ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასმა 175 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ცხვრის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა საუდის არაბეთია (19 578 სული), ასევე 8190 სული ცხვარი ექსპორტირებულია ყატარში, 5896 სული ლიბიაში, 3800 სული ქუვეითში და სხვა.
















