წინა რეჟიმმა ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები – „ფულს სუნი არ აქვს“ – ეს იყო მათი ცნობილი ფრაზა – კობახიძე

წინა რეჟიმმა ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2012 წელს შეჩერდა რუსეთის ექსპანსია საქართველოში, როგორც ტერიტორიული, ასევე ეკონომიკური.

„გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად ვართ დღეს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, თუნდაც რუსეთის ექსპანსია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინა რეჟიმმა ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები. „ფულს სუნი არ აქვს“- ეს იყო მათი ცნობილი ფრაზა. მხოლოდ 2012 წელს შეჩერდა რუსეთის ექსპანსია საქართველოში, როგორც ტერიტორიული, ასევე ეკონომიკური. ეს არის ფაქტები, დანარჩენი არის ტყუილები, რომელიც სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც შეპარებულია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ფუნდამენტურად შეცვალა ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარება.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი. თქვენი რეჟიმის პირობებში ყველაფერი უბედურება ხდებოდა და ეს ყველაფერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა, ფუნდამენტურად შეცვალა ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარება, ეს არის რეალობა. დანარჩენს ევროკავშირის სტრუქტურები განსჯიან და ჩვენ რა თქმა უნდა, მათ დასკვნებს დაველოდებით. ჩვენი მოლოდინის მიხედვით, ამ თემასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია სამართლიანი და ობიექტური იქნება. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს და ამის გვჯერა“,-განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისიების აღდგენასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას არ განვიხილავთ, თავის დროზე მათ გააუქმეს სიები, ეს იყო საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი – კობახიძე
შემდეგი სტატიაფაქტი არ გაქვთ რუსულ კავშირებზე და ივანიშვილის თითქოსდა არაფორმალურ მმართველობაზე, ცარიელი ტყუილია რასაც ავრცელებთ და ეს ტყუილი მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც – კობახიძე