„წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა” – ირმა ინაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

დავით გარეჯი დღე პარლამენტში მწვავე დებატების და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. „პატრიოტთა ალიანსმა“ საზღვართან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. ირმა ინაშვილმა იმ კომისიის საქმიანობის შესწავლა მოითხოვა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დავით გარეჯის სადემარკაციო საკითხებზე მუშაობდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დარწმუნებულია რომ ჩადენილია დანაშაული, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

„წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა, როდესაც გამოდიოდნენ ხელისუფლების პირველი პირები და პირდაპირ ამბობდნენ, რომ გარეჯის ნახევარი ეს არის აზერბაიჯანის კუთვნილება და არა ჩვენი. ჩვენ არავინ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა დავიცვათ პატივისცემა და არ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება ამ პროცესში. დიახ, პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, პატივს ვცემთ აზერბაიჯანს მაგრამ ჩვენ ასევე ველით პატივისცემას აზერბაიჯანის წარმომადგენლებისგან. ჩადენილია დანაშაული, მე გეუბნებით ღიად ამას. და ეს არის გამოსაძიებელი სადემარკაციო კომისიის მუშაობა მთელი წინა წლების განმავლობაში რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ. მე პირდაპირ მივმართავ პროკურატურას. დაიწყოს გამოძიება სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი. და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება პარალელურად დავაყენებთ საკითხს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია,“-განაცხდაა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური წარსული არანაკლებ საშიში იყო ვიდრე კომუნისტური სისტემა” – ქუცნაშვილი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება, თქვენი სატელიტი პარტია კი კრემლის ფილიალი – დაპირისპირება პარლამენტში