“ჩვენ აქ ვართ. ვიმარჯვებთ ბოროტებაზე, წინ თავისუფლებისკენ, გეშინოდეს მოძალადე მთავრობავ”- ამის შესახებ პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერი, მამა დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მითითებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, შსს-მ აქციის მონაწილეებს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, კონკრეტული დრო და ადგილი განუსაზღვრა.
ხალხი ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა გაეცეს პასუხი კითხვას – რა ნივთიერება გამოიყენა შსს-მ მოქალქეების დასარბევად 1 წლის წინ.
















