8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“წინ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია” – უკრაინის დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 17–18 თებერვალს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უნდა გაიმართოს. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გაავრცელა.

„ჟენევის გზაზე. წინ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია… უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს“, – დაწერა ბუდანოვმა.

ТАСС-ის ცნობით, შეხვედრაზე შესაძლოა ენერგეტიკული ზავის საკითხი განიხილონ. სააგენტო ასევე იუწყება, რომ შვეიცარია რუსეთის დელეგაციის უსაფრთხო გადაფრენას უზრუნველყოფს.

რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს, შემადგენლობაში კი მიხეილ გალუზინიც იქნება.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი 17 თებერვალს ჟენევაში ჯერ ირანულ მხარეს შეხვდებიან, შემდეგ კი სამმხრივ მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან.

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ მედინსკის დაბრუნება მოლაპარაკებების პროცესში კრემლის რეალურ განწყობაზე კითხვებს აჩენს.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-საქართველოს “ურთიერთსასარგებლო” პერსპექტივა – მიხეილ გალუზინი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე
შემდეგი სტატიაახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე