წილოსანი:”ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!!!”

“რომ ფიქრობ, ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა… ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის…

გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!!!

გიორგი ვოლსკი, ჩემი დიდი პატივისცემა შენ,-წერს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი Facebook-ზე.

გია ვოლსკიმ კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე თქვა, რომ “ესეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას”.

მას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ “ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!”.

banner
წინა სტატიაშიკარგი ამბებია თბილისისთვის
შემდეგი სტატიაევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს სტატუსი, როდესაც ხელისუფლებამ არ შეასრულა მოთხოვნები-სამადაშვილი