“საოცრად სამარცხვინო იყო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი. რა თქმა უნდა, მან საერთოდ არ იცის კანონების კითხვა და არც მისი კომპეტენციაა, ზოგადად, მისი ლოგიკისა და გადმოცემის უნარი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე ადეკვატური შეიძლება მან განაცხადოს. ფაქტობრივად, ავტორიტარი პრეზიდენტის სიმბოლოს ჩამოყალიბდა, მხოლოდ და მხოლოდ მის შეფასებებს უნდა მივაქციოთ თურმე ყურადღება და ცესკო და ნებისმიერი სხვა კომპეტენტური პროფესიონალური ინსტიტუცია თურმე არანაირ კავშირში აღარაა და მხოლოდ მას შეუძლია ყველაფრის გადაწყვეტა. დღეს რაღაც სარჩელიც შეაქვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სარჩელი ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის შეკრებას”,-თქვა ნინო წილოსანმა იმედთან სატელეფონო ჩართვის დროს.