წილოსანი საგარეოს თანამშრომლებს: სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ საკუთარი

საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!

ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები…

ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით.

პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებაზე. 90-ზე მეტი მოქმედი დიპლომატი ემიჯნება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გაჩერების შესახებ.

 

“ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას საგარეოს 105 თანამშრომელი ემიჯნება

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლებისა და კისრის მალის მოტეხილობა აქვს
შემდეგი სტატიაკავკასიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია