პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
„სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში.
ამიტომ, კითხვა რადიკალებს – „ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს“, – წერს ნინო წილოსანი.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
_ დიქტატორი მოკლეს. ირანი თავისუფალია. ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში.


















