წილოსანი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაშქარავას სიკვდილი თავისი საწადელის 10 წუთით ასრულებისთვის გამოიყენა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი საწადელის ასრულებისთვის გამოიყენა. საწადელში ნინო წილოსანმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სხდომათა დარბაზში ტრიბუნის დაკავება იგულისხმა.

“რა სამწუხაროა რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი საწადელის 10 წუთით ასრულებისთვის გამოიყენა.

ადამიანები, რომლებმაც არც გლოვა იციან და სიკვდილებს დაეძებენ თავისი მიზნებისთვის ..”, – წერს ნინო წილოსანი.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს
შემდეგი სტატიაოპოზიცია 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს