წილოსანი-მზად ვარ, ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარტია გადაწყვეტს, ის მაჟორიტარობისთვის მზად არის. როგორც წილოსანი ამბობს, პარტიას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია და მმართველი გუნდი განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

„არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მზად ვარ, პარტიის მხრიდან მსგავსი განცხადების შემთხვევაში, ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეგიონთან და იმ ადამიანებთან ბმა, რომლებთანაც უკვე 2016 წლიდან ვარ დაკავშირებული.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა ამ წლებმა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს ამომრჩეველთან იმისთვის, რომ ხელმეორედ წარვსდგე მათ წინაშე. რა თქმა უნდა, ვერ გიდასტურებთ რომ, ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატი. ამის შესახებ პარტია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას. შესაბამისად, მე ვერც მაჟორიტარობასთან ვერც სიასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, მანამ სანამ პარტიის ოფიციალური განცხადება არ იქნება “,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება
შემდეგი სტატია“ივანიშვილი პარტიაში ნომერ პირველია, თუ გადაწყვეტს, სიაში პირველი იქნება”