“დამეთანხმებიან კოლეგები, ყოფილა მომენტები, როდესაც ირაკლი კობახიძის ფაქტორი რომ არა, საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვენდობოდით და ვიცოდით, რომ ყველა ნაბიჯი იქნებოდა სწორი და სახელმწიფოებრივ ინტერესებში”,-განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.