წილოსანი ხოშტარიაზე: თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს ნამდვილად ვერ მოვუწონებ

“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი ელენე ხოშტარიას შიმშილობის გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს. წილოსანის მტკიცებით, ხოშტარია შიმშილობით საზოგადოების დაშანტაჟებას ცდილობს.

“ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ის შიმშილობს. რას აკეთებს ამითი თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს ნამდვილად ვერ მოვუწონებ. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის”, – თქვა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია პროტესტის ნიშნად პარლამენტში შიმშილობს. “დროას” ლიდერი მოითხოვს, მესამე პრეზიდენტს სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარონ.

banner
წინა სტატიაშითავისუფლება მიშას – ბანერი აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა გამოფინეს
შემდეგი სტატია“მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება”