წილოსანი ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის განცხადებებს შურისძიებას უწოდებს

პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილზე პოსტს ამჯერად ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი აქვეყნებს. წილოსანი ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის განცხადებებს შურისძიებას უწოდებს:

“როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!

ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ”, – წერს ნინო წილოსანი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გაძარცვეს