წილოსანი – ისინი, ვინც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან

ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

წილოსანის თქმით, ისინი იმყოფებოდნენ სასტუმროში და „პრინციპში, სასტუმროში ტურისტების ყოფნა არ არის აკრძალული,” თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციამ თავშეყრისთვის ობიექტი დააჯარიმა, რადგან 9 საათის შემდგომ აკრძალულია ასეთი თავშეყრები.

„მთავარია ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა გვქონდეს, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით.

სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში, აქედან გამომდინარე, ამაზე დეტალურ ინფორმაცოას აღმასრულებელი ხელისუფლება მოგცემთ და ალბათ, იქნება დასაბუთება,”- აცხადებს წილოსანი.

banner
წინა სტატიაშიპოზნერი და მისი თანმხლები 31 სტუმარი დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაიმნაძე – სხვის შეცდომებზე კი არა, საკუთარზეც ვერ ვსწავლობთ