წილოსანი – ადამიანურად ძალიან ვნერვიულობ ელენე ხოშტარიაზე და მინდა, მან შეწყვიტოს შიმშილობა

ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ ელენე ხოშტარიაზე და მინდა, მან შეწყვიტოს შიმშილობა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, ჩვენ რა პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გვქონდეს რაიმე განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, მან შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, კვლავაც ფიქრობს თუ არა, რომ ელენე ხოშტარია სახელმწიფოს აშანტაჟებს, რაზეც წილოსანმა განაცხადა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ელენესთან დღეს ეს არ განგვიხილავს, ამას მის მონახულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არის მხოლოდ ადამიანური სურვილი, რომ ის იყოს კარგად და მას არ შეექმნას ჯანმრთელობის საფრთხე. ასევე ვთვლი, რომ ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არის უაზრობა,“ – განაცხადა წილოსანმა.

წინა სტატიაშიორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა
შემდეგი სტატიათიბისის პარტნიორობით Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცა