“წილის გაყიდვას არ ვაპირებ” – მაკა ასათიანი ირაკლი რუხაძეს პასუხობს

ტელეკომპანია მაესტროს წილის მფლობელი, მაკა ასათიანი, ირაკლი რუხაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წილის გაყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე არ ადასტურებს.

როგორც ასათიანი ამბობს, ის წილის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ მაკა ასათიანმა რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიაში მისვლის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი რუხაძის მტკიცებით, მას კოტე გეგელიასთან რამდენიმე თვეა, მოლაპარაკება აქვს წილის გასხვისებაზე, თუმცა თანხის ოდენობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ძმებ გაჩეჩილაძეების ტელევიზიაში მისვლის საკითხს, მაესტროს გენერალური დირექტორი, მაია გადაბაძე, გაჩეჩილაძეებს ტელევიზიაში დღეს ელოდება. მისი ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძე მეურვესთან ერთად აპირებს დღეს ტელევიზიაში მისვლას. მაკა ასათიანი კი ამბობს, რომ ის ტელევიზიაში მისულ გაჩეჩილაძეებს ძალისმიერი მეთოდით არ შეაჩერებს.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4858 ლარია
შემდეგი სტატია“გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს”