წიკლაური: ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხებს ქართული ჯარის გამოყენებას

ქართული ჯარი ყოველთვის იყო ქართული საზოგადოების პატრიოტული ელიტა, ჯარი არის აპოლიტიკური, ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხებს ქართული ჯარის, პოლიციის და ქართული ძალოვანი სისტემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

„ქართული ჯარი ყოველთვის იყო ქართული საზოგადოების პტრიოტული ელიტა, დიახ, ჯარი არის აპოლიტიკური. ამიტომ ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხებს ქართული ჯარის, პოლიციის და ქართული ძალოვანი სისტემების თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. რაც უფრო მეტად ეცემა ივანიშვილის რეიტინგი, მით უფრო დიდი არის მისი სურვილი, რომ როგორმე ქართველი ჯარისკაცები გამოიყენოს, რათა როგორმე შემოაბრუნოს არჩევნების ბედი. ეს არის შეუძლებელი. ყველა დიქტატურა მიმართავდა საბოლოო ჯამში უხეშ ფიზიკურ ძალას, სამხედრო ძალას, მაგრამ ყველა დიქტატურამ დაამთავრა მარცხით და ასე დაამთავრებს ივანიშვილიც“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება კითხვას, „რატომ გახდა საჭირო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ მიმართვის ჩაწერა, გაქვთ ფაქტები, სადაც მთავრობა ჯარს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს?“, – ნუგზარ წიკლაური აღნიშნავს, რომ ხედავენ მთელი სახელმწიფო უწყებების პოლიტიზაციას.

„ვხედავთ, რომ მერობის ყველა კანდიდატი, ვინც ივანიშვილმა ახლა დააყენა, არის სუს-თან რაღაც ფორმით დაკავშირებული. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ფარული მიყურადების სპეციალისტები, სწორედ ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პოლიციამ და ჯარმა შეინარჩუნო ნეიტრალურობა. ვიცით ფაქტები, როცა ისინი ცდილობენ, როგორმე მოახდინონ ამ სისტემების პოლიტიზება და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ჩაიყენონ ბრძოლაში, მაგრამ არ გამოუვათ ეს. ქართული ჯარისადმი ეს მოწოდება არის ძალიან სწორი, დროული.

ჩვენც მოვუწოდებთ ქართულ ჯარს, რომ იმ დიდი გამოწვევის წინაშე, რაც ახლა უდგას ქართულ სახელმწიფოს, და რაც გამოიხატება იმაში, რომ საქარათველოს ყველა მოქალაქემ ხმა უნდა მისცეს იმას, თუ როგორ წარმოუდგენია მომავალი, არც ერთი სამხედრო სტრუქტურა არ ჩაერთოს იმაში, რომ როგორმე შეცვალოს ქართველი ხალხის ნება.

დარწმუნებული ვარ, ვერც ქართული ჯარის და ვერც პოლიციის პოლიტიზაციას ვერ შეძლებენ, რადგან ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კარგად ხედავენ, რომ დილემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, არის ასეთი – რუსეთი ან თავისუფალი საქართველო და ამ დილემის წინაშე ყველა იქნება საქართველოს მხარეს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმე აკეთებდა მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, ეს იყო „ნაცმოძრაობა“
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძემ სტეფანწმინდაში მერობის კანდიდატად ვაჟა სეთურიძე წარადგინა