წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წალენჯიხაში აღნიშნეს


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა. წალენჯიხაში პოეტის მუზეუმის ეზოში ლიტერატურული საღამო გაიმართა, სადაც გრანელის შემოქმედება წაიკითხეს, ასევე პოეტზე დაწერილი ლექსები საზოგადოებას წარუდგინეს.

მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ შექმნა გრანელის პორტრეტი, რომელშიც შტრიხების შეტენა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო, საბოლოო ჯამში ერთობლივად შექმნილი პორტრეტი მუზეუმს გადაეცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე ლაშა გვასალიამ გრანელის შემოქმედებაზე და პოეტის როლზე ისაუბრა.

გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯარო კითხვის კვირეული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე-ჩვენი შეთავაზებული საარჩევნო სისტემა საუკეთესო გამოსავალია
შემდეგი სტატიაონში სოფლებამდე მისასვლელი და შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს