„წესიერად, ხმას დაუწიე“ – დაპირისიპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის სხდომაზე აზრის დაფიქსირება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი გვარი რამდენიმე განსახილველ საკითხთან მიმართებაში არ იყო დაფიქსირებული. გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მისი გვარი ორი კანონპროექტიდან იყო ამოღებულ.

ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და უთხრა, რომ ჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებას ვერ მისცემდა, რადგან მანამდე სხვებისთვის უნდა დაეთმო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო. სწორედ ამას მოჰყვა მცირე კამათი ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის.

„წესიერად, ხმას დაუწიე,“ – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს.

ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს ხმადაბლა საუბრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომის დატოვებას მოსთხოვდა.

banner
წინა სტატიაშიარის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში – სერგეენკომ დეკანოზი მამალაძე მოინახულა
შემდეგი სტატიახელვაჩაურში რვა წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა