წესების დარღვევის გამო, სებ-მა აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

region
ავტ.: region სექტემბერი 9, 2019 16:34

წესების დარღვევის გამო, სებ-მა აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს – ფულადი ჯარიმა დააკისრა. სებ-ის ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რეგულირების წესებს არღვევდნენ.

“ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში” – აცხადებს ეროვნული ბანკი და აღნიშნავს, რომ მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებენ და მიიღებენ შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

“ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწეროთ – cp@nbg.gov.ge” – ნათქვამია განცხადებაში

region
ავტ.: region სექტემბერი 9, 2019 16:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics